No products in the cart.
სივრცის ტრანსფორმაცია: რატომ ინტერიერის დიზაინი?!
ოდესმე შესულხარ სივრცეში და გიგრძვნია ხასიათის უეცარი ცვლილება? ეს შეიძლება იყოს მხიარულება, სიმსუბუქე, სიმყუდროვე, ან პირიქით, მოწყენილობა და სიმძიმე. ამ ემოციებს არც მეტი, არც ნაკლები სივრცის მოწყობა განაპირობებს. გარდა უბრალოდ განწყობებისა, ოდესმე გიფიქრია რომ საკმაოდ დიდ სივრცეში გიჭირს ნივთებს ადგილი მიუჩინო, მაშინ, როდესაც ბევრჯერ გინახავს გაცილებით პატარა სივრცე რამდენად პრაქტიკულადაა მოწყობილი და შესაბამისად, ბევრად მოწესრიგებულად გამოიყურება? ამ ყველაფერის უკან ინტერიერის დიზაინის ჯადოსნური შესაძლებლობები იმალება.




მაშ ასე, თუ ხშირად გიჩნდება სახლში განახლების, ავეჯის გადაადგილების სურვილი, ცდილობ შენს პირად სივრცეს მეტი პრაქტიკულობა შესძინო და ეს ყველაფერი შენს ფსიქო-ემოიურ მდგომარეობაზე დადებითად ისახება, მაშინ დიდი ალბათობით, ინტერიერის დიზაინი შენთვის საყვარელ საქმედ შეიძლება იქცეს.
ამ ყველაფერს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს, გარდა სასიამოვნო საქმის კეთებისა, აღნიშნული მიმართულება სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია ხდება. დაგვეთანხმებით, არაფერი სჯობს აკეთო საყვარელი საქმე სიამოვნებით და ამავდროულად, ამ ყველაფერში კარგი ანაზღაურებაც მიიღო.
და მაინც, რას მოგცემს ინტერიერის დიზაინის შესწავლა და რა უპირატესობები აქვს მას?
შენს წარმოსახვას ისე შეასხა ფრთები, რომ შორს გაფრინდე...
ინტერიერის დიზაინი შემოქმედებითთან ერთად ტექნიკური საქმეა. მაშინ, როდესაც წარმოსახვაში ყველაფერი იდეალურადაა, ჩნდება ისეთი ტექნიკური საკითხები, როგორიცაა არქიტექტურული დაგეგმარება, ელექტროობა, წითელი ხაზები და ა.შ ასევე ერთია წარმოსახვითი დიზაინი და მეორე, რეალური მასალების შეხამება, ფერების კომბინაციის ცოდნა, რათა თავიდანვე განსაზღვროთ რას რომელი ფერი და მასალა შეუხამოთ, ესეც იმისთვის, რომ ყველა ვერსიის მოსინჯვაზე სამჯერ მეტი დრო არ დაკარგოთ.
დიზაინის მიმართულებებისა და სფეროს ტენდენციების ცოდნა
ინტერიერის დიზაინის მიმართულებამ ეს ესაა დაიწყო განვითარება. ამავდროულად, ტექნოლოგიებმა როგორც ყველა სფეროში, ინტერიერში შექმნა ჭკვიანი სისტემების შემოტანის შესაძლებლობა. ჭკვიანი და პრაქტიკული სისტემები დიზაინერს ეხმარება მაქსიმალურად პრაქტიკულად აითვისოს სივრცე და მას ფუნქციურთან ერთად, თანამედროვე ელფერიც შესძინოს. ამასთანავე, ალბათ გსმენიათ კიდეც ფენ შუის თეორიის შესახებ. ის ძველი აღმოსავლური ხელოვნებაა. ის ჩინურად ქარს და წყალს ნიშნავს. ამ უძველესი ხელოვნების თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. ინტერიერში ფენ შუის თეორიის გათვალისწინება სულ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო. ეს დიზაინის შემქმნელს ეხმარება ისე დააპროექტოს სივრცე, რომ მას სიმშვიდის, იღბლისა და წარმატების მოტანის ელფერი შესძინოს.
კარიერული განვითარების შესაძლებლობა
თანამედროვე, ძალიან დინამიურ სამყაროში მნიშვნელოვანია იპოვო საქმე, რომელიც სიმშვიდითა და ჰარმონიით გავსებს და ამავდროულად ფინანსური სტაბილურობის გარანტიცაა. მთელს მსოფლიოში უძრავი ქონების ბაზრის განვითარებამ და ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნის ზრდამ, ამ მიმართულებით პრაქტიკული განათლების მიღების მოთხოვნაც გაზარდა. რაც ყველაზე კომფორტულია, შეგიძლია იმუშაო ნებისმიერი ადგილიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მთავარია გქონდეს შესაბამისი მონაცემების კომპიუტერი, გასაქანი მისცე შთაგონებას და ისიამოვნო პროცესით.
და ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს მიმართულება შენს მომავალ პროფესიად გინდა აქციო, უბრალოდ გსურს შენი საცხოვრებელი სახლი ისე მოაწყო, როგორც შენს ხასიათსა და ცხოვრების სტილს ზუსტად ერგება, თუ უბრალოდ შემოქმედებით სამყაროში ახალი ჰობის ძიებაში ხარ, ინტერიერის დიზაინის კურსი ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარება შენს მიზანს სულ რაღაც 2 თვეში მიაღწიო. ამ გზაზე მეგზურობას კი, სიამოვნებით გაგიწევს ნანუკა ბერულავა.