No products in the cart.
რატომ იქცა ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად
ბოლო 3-4 წელია, რაც ბიზნესმა აქტიურად დაიწყო ციფრული ტრანსფორმაცია. დიჯიტალიზაციამ ხელი შეუწყო ციფრული არხების დახვეწასა და განვითარებას, გაჩნდა ბევრად მრავალფეროვანი ფორმატები და სარეკლამო ინსტრუმენტები, რამაც მარკეტერებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ამ მიმართულებით მუშაობა. მეორეს მხრივ, შესამჩნევად გაიზარდა მოთხოვნა პროფესიონალ ციფრულ მარკეტერებზე. თვითონ მიმართულება კი, საინტერესოა დასაქმების ფორმის მხრივაც, რადგან როგორც ციფრულ მარკეტერს საშუალება გაქვს იმუშაო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მოქნილი გრაფიკით და ერთდროულად მართო არა ერთი კომპანიის ციფრული მიმართულება, არამედ რამდენიმე პროექტი, რაც რათქმაუნდა, როგორც საქმის მხრივ არის გაცილებით დინამიური, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც უფრო მომგებიანია.
რამ განაპირობა ციფრული მარკეტინგის, როგორც ყველაზე ეფექტური სარეკლამო მიმართულების აფეთქება?
აქვს მრავალი ვიწრო მიმართულება, სადაც ზუსტად შგიძლია იპოვო შენი სამიზნე აუდიტორია გაჯეტების მოხმარებისა და ქცევის მიხედვით. მაგალითად: Search Engine Optimization (SEO) – მარკეტერებს საშუალებას აძლევს თავიანთი პროდუქტი/მომსახურება უშუალოდ საძიებო სისტემებს მოარგონ, რაც კონვერსიის ალბათობას ზრდის. მარტივად რომ ვთქვათ, რასაც ადამიანი გამიზნულად ეძებს, ზუსტად იმას სთავაზობთ თქვენ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს სარეკლამო ხარჯის გარეშე აკეთებთ, თუმცა შედეგის მისაღწევად ამ ყველაფერს ტექნიკური ცოდნა და დრო სჭირდება.
კონტენტ მარკეტინგი
ხარისხიანი, საინტერესო წერილობითი, თუ ვიდეო კონტენტი საშუალებას გაძლევთ თქვენი პროდუქტისა, თუ მომსახურების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლამდე საინტერესოდ მიიტანოთ და ორგანულად გაზარდოთ ჩართულობა.
სოციალური მედია
ყველაზე აქტიური და გამოყენებადი მიმართულებაა, როგორც ორგანული ასევე ფასიანი რეკლამის კუთხით, გაქვს მრავალფეროვანი ფორმატების გამოყენების საშუალება. დღესდღეობით სოციალურ ქსელებში რეკლამა ისევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ბიუჯეტურ და ეფექტურ მიმართულებად, რადგან აუდიტორიების სწორად დამუშავების საშუალებით შეგიძლია რეკლამა გააიაფო, ზუსტად განსაზღვრო რა არის შენი მიზანი, მაგალითად ცნობადობის ზრდა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა, ვებ-გვერდზე გადასვლა თუ სხვა, რაც საშუალებას იძლევა მინიმალური ხარჯით მიიღოთ ზუსტი და სასურველი შედეგი.
იმეილ მარკეტინგი
მარკეტერებს საშუალებას აძლევს აუდიტორიას მიწვდნენ პერსონიფიცირებული მესიჯებითა და შეთავაზებებით.
Affiliate Marketing
სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც. აღნიშნული პროგრამა ნებისმიერ ადამიანს, არა მხოლოდ ციფრულ მარკეტერს, საშუალებას აძლევს საინტერესო კონტენტის წარმოებით, მხოლოდ ტელეფონითაც კი, სხვადასხვა კომპანიებისა, თუ ადამიანების პროდუქტის გაყიდვით, მიიღონ საკომისიო.
როგორც ხედავთ ციფრულ მარკეტინგს არაერთი სხვადასხვა მიმართულება აქვს, სადაც ხშირად ვხვდებით ხოლმე ცალკეული მიმართულების პროფესიონალებს. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი ის საოცრად მზარდი მოთხოვნა, რაც ამ სფეროს წარმომადგენლების მიმართ ბოლო დროს შეინიშნება. ციფრული მარკეტერების დახმარებით კომპანიები ზოგავენ მნიშვნელოვან ბიუჯეტს, მათი რეკლამის ეფექტურობა რამდენჯერმე იზრდება, გაცილებით ადვილად და სწრაფად ხდება ბრენდის ცნობადობის ზრდა და ორივე მხარე იღებს სასურველ შედეგს.